მთავარი » 2011 » იანვარი » 2 » Celebrities Who Liked To Party, Drink & Do Drugs In 2010
11:04
Celebrities Who Liked To Party, Drink & Do Drugs In 2010
Celebrities Who Liked To Party, Drink & Do Drugs In 2010
რა თქმა უნდა გართობა და დროს ტარება ყველას უყვარს, მითუმეტეს თუ დღესასწაულია და მითუმეტეს თუ ეს დღესასწაული ახალი წელია. მაგრამ არიან ვარსკვლავები. რომლებსაც ზოგჯერ ზედმეტი მოსდით და არა მხოლოდ დღესასწაულზე არამედ მთელი წელი ამ ეიფორიაში არიან ხოლმე.
2010 წელიც არ იყო გამონაკლისი, სელებრითები სვავდნენ და ამასთან ერთად იღებდნენ არალეგალურ ნივთიერებებს. (ისეთებს როგორებიცაა ნარკოტიკი და ა.შ.) თუმცა ისინი არ ფიქრობდნენ შედეგებზე. არ ფიქრობდნენ იმაზე თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებდნენ თავიანთ ჯანმრთელობას. არ ფიქრობდნენ იმაზეც რომ იყო საშიშროება მათი ციხეში მოხვედრის და კიდევ არ ფიქრობდნენ თუ არ ადარდებდათ სახელის გატეხვაც კი.
ახლა მოდით გადავავლოთ თვალი ამ ვარსკვლავებს.
ივნისში "Gossip Girl"-ის ვარსკვლავი Chace Crawford დააპატიმრა პოლიციამ. ის იმყოფებოდა ტეხასში და მშვენივარად ერთობოდა მეგობრებთან ერთად თუმცა ეს მხიარულება ხანგრძლივი არ გამოდგა. ის დააპატიმრეს ალკოჰოლის მოხმარებისათვის, ის ხომ ამ დროს საჭესთან იმყოფებოდა.
Paris Hilton -ც იყო დაპატიმრებული. საფრანგეთში, ივლისში დაკავებული იქნა პოლიციის მიერ რადგანაც ჰილტონს ჩანთაში აღმოუჩინეს მარიხუანა. ამიტომას ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთი თვე იმყოფებოდა. შემდეგ მას ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, რადგანაც ფიქრობდნენ რომ ჰილტონი მოიხმარდა კოკაინს. ამის გამო იგი დააკავეს ლას ვეგასში.
ჯგუფ R&B-ის მომღერალი Faith Evans-ს დაკავებული იქნა და იგი სასჯელს იხდიდა 36 თვის განმავლობაში.ქალბატონი საჭეს მართავდა და ამ დროს გააჩერა პოლიციამ. დააფიქსირეს რომ ევანსი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.
როგორ შეიძლებოდა რომ Lindsay Lohan-ი ამ სიაში არ მომხვდარიყო. მან რეკორდი მოხსნა ამ წელს. ბევრჯერ იყო დაკავებული. გადამეტებული ალკოჰოლის მიღების გამო და ასევე ნარკოტიკების მოხმარებისათვის. თუმცა მოსამართლემ მას სამ თვიანი მკურნალობის კურსი დაუნიშნა და ლოანი ახლაც მკურნალობს.
18 წლის გოგონა დემი ლოვატო დაწვა სამკურნალო ცენტრში, რადგანაც მას ჰქონდა ფსიქლოგიური პრობლემები. როგორც იცით ეს გამოიწვია შეყვარებულთან დაშორებამ და ა.შ. (ეს უკვე ცნობილი ფაქტია). მაგრამ გავრცელდა ჭორები რომ მისი საავადმყოფოში დაწვენის მიზეზი მხოლოს ეს არ იყო , ამბობენ რომ იგი იღებდა არალეგალურ ნივთიერებას კერძოდ კი ნარკოტიკს. და ამიტომაც მოხვდა ის სარეაბილიტაციო ცენტრში.
არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ ჭორია !
გამოჩნდა Miley Cyrus-ის ვიდეო სადაც ის ეწევა ბონგს. აქედან გამომდინარე არც ის ჩამორჩება სხვებს. ბონგი ჰალუცინოგენურია.კალიფორნიაში ეს ლეგალურია, თუმცა აიკრძალა 2006 წლიდან, როდესაც ერთ-ერთმა მცხოვრებმა Brett Chidester-მა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ეს კი ამ ნივთიერების ბრალია.